ნათია თურნავა გაერთიანებული სამეფოს ახალდანიშნულ ელჩს გარეთ უორდს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩთან, გარეთ უორდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და გაერთიანებული სამეფოს ცენტრალურ ბანკს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

„ყურადღება ასევე გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებასა და ინფორმაციის გაცვლაზე ცენტრალური ბანკების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, მათ შორის ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოს მჭიდრო პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა როგორც ქვეყნისთვის, ისე ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა შედგა, რომლის დროსაც გარეთ უორდს ინფორმაცია მიაწოდა მონეტარული პოლიტიკის, ფულის გათეთრების აღკვეთისა და ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების რეგულირების კუთხით სებ-ის მიერ გადადგმულ აქტიურ ნაბიჯებზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი