„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, მცხეთის ქუჩა N44-ის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, მცხეთის ქუჩა N44-ის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას.

„ვფიქრობ, ადგილობრივ მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია ძალიან კარგი საშუალებაა ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და საჭიროებების გასაცნობად. ტრადიციულად, მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადე შეხვედრაზე მყოფ ადამიანებს.

ვისაუბრეთ პოლიტიკურ დღის წესრიგზე და სამომავლო გეგმებზე“, - განაცხადა ზუკა რურუამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი - დავით კვინიკაძე და ვაკის მაჟორიტარი - ნოდარ ტურძელაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება