პეტრე ცისკარიშვილი - აუცილებელია, ოპოზიციამ გაიმარჯვოს არჩევნებზე და შეთანხმდეს კოალიციის ფორმირებაზე, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა - ჯერ საკადრო საკითხების განხილვის დრო არ არის

აუცილებელია, რომ ოპოზიციამ, საერთო ჯამში, გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებზე და შეთანხმდეს კოალიციის ფორმირებაზე. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. ჯერ გადავხტეთ და ჰოპ - მერე დავიძახოთ. საკადრო საკითხების განხილვის დრო არ არის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა ოპოზიციის ერთიანი ფრონტი, კოორდინირებული მუშაობა, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდანაც დახმარება.

„მთავრობა აუცილებლად პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, მაგრამ სანამ ამ მთავრობის დაკომპლექტებამდე მივალთ, მანამდე აუცილებელია, რომ ოპოზიციამ, საერთო ჯამში, გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებზე და შეთანხმდეს კოალიციის ფორმირებაზე. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და მე ვიტყოდი, რომ ჯერ გადავხტეთ და ჰოპ - მერე დავიძახოთ. საკადრო საკითხების განხილვის დრო არ არის, ტექნიკური მთავრობა იქნება ეს, პროფესიონალური თუ ნაწილობრივ პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული, რადგან ახლა, უნდა ვფიქრობდეთ მხოლოდ ერთ რამეზე, რომ არ დავუშვათ „ოცნების“ გამარჯვება, არ გავაყალბებინოთ არჩევნები, რადგან მოწინააღმდეგე არის ძალიან ვერაგი, კარგად ორგანიზებული, ძალიან მდიდარი. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალაუფლება არ დათმოს და ჩვენ ახლა უნდა ვფოკუსირდეთ მხოლოდ იმაზე, რომ ვერ შეძლოს მან ხმების გაყალბება, მანიპულაცია, ხალხის დაშინება, მოსყიდვა. ამაში უნდა გავაერთიანოთ ძალები, ერთი თვეა ზუსტად დარჩენილი, ამაში სჭირდება ოპოზიციას ერთიანი ფრონტი, კოორდინირებული მუშაობა, ამაში სჭირდება ოპოზიციას მათ შორის პრეზიდენტის მხრიდანაც დახმარება, ხოლო როდესაც გავიმარჯვებთ, მთავრობის საკადრო საკითხებზე საუბარი გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე დღეს არის“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია