მამუკა ხაზარაძე - 26 ოქტომბერს იქნება ქვეყნის გამარჯვება - 27 ოქტომბრიდან საქართველოში დაიწყება მძლავრი რეფორმები

26 ოქტომბერს იქნება ქვეყნის გამარჯვება - 27 ოქტომბრიდან საქართველოში დაიწყება მძლავრი რეფორმები, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ განმარტა, საქართველოში ბიზნესი თავისუფალი უნდა იყოს, იმ ადამიანების ხელში უნდა იყოს, ვისაც დოვლათის შექმნა შეუძლიათ.

„მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის სავაჭრო პალატას. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ბევრი კითხვა დაისვა. გავაცანით „ძლიერი საქართველოს“ პროგრამა, რაც ყველაზე მთავარია, ავუხსენით 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნის საფუძვლები, ასევე ავუხსნით 1000 - ლარიანი პენსიის შესაძლებლობა. მინდა, დავადასტურო, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალი უნდა იყოს, იმ ადამიანების ხელში უნდა იყოს, ვისაც შეუძლიათ დოვლათი შექმნან, დამატებითი ღირებულება. ქვეყანას სჭირდება პირდაპირი ინვესტიციები, ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, ასევე აზიიდან. ამ თემებზე ვისაუბრებთ. სრული თანხვედრაა ჩვენს ხედვებში.

26 ოქტომბერს იქნება ქვეყნის გამარჯვება. 27 ოქტომბრიდან საქართველოში დაიწყება მძლავრი რეფორმები“,- აღნიშნა ხაზარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება