აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც მე-4 დღეა შიმშილობს, გლდანის მე-8 დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა მოინახულა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც მე-4 დღეა შიმშილობს, გლდანის მე-8 დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა მოინახულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის უფლებადამცველმა დიმიტრი ნოზაძემ განუცხადა, მან აფგან სადიგოვს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

„ძირითადად, საქმეზე ვისაუბრეთ, დეტალებს ვერ მოგახსენებთ. შიმშილობის დაწყება მისი გადაწყვეტილებაა, ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ შიმშილობა არ გააგრძელოს, შეწყვიტოს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. მე-4 დღეა, რაც შიმშილობს, რამე გართულება არ აქვს. ვესაუბრე, რომ თავის გადაწყვეტილებას გადახედოს, ჩვენც დაკვირვების რეჟიმში ვართ. ჩვენ ჩვენი პოზიცია გავუჟღერეთ, ამ ეტაპზე შიმშილობას აგრძელებს, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, - განაცხადა ნოზაძემ.

მისი განმარტებით, აფგან სადიგოვის მიერ შიმშილობის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება