„ქართული ოცნების“ დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყვარლის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ქალაქ ყვარელში მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას განიხილეს ხელისუფლების მიერ მიმდინარე და დასრულებული პროექტები.

როგორც დელეგატმა შეხვედრაზე აღნიშნა, ყვარელში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს ქალაქ ყვარლის წყალმომარაგება - წყალარინების ქსელის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის მშენებლობა, ახალი ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მოწყობა, პროექტის მიხედვით, ადგილზე მოეწყობა საფილტრი და სატუმბი სადგური და საქლორატოროები.

ყვარლის მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ილია მზექალაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი - გივი ზაუტაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება