მაია ომიაძე - ჩვენი ქვეყნიდან მსოფლიოს გავუგზავნით გზავნილს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას ტურიზმის განვითარებისთვის და მოგზაურებისთვის

თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 27 სექტემბერს, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, საქართველო პირველად უმასპინძლებს მასშტაბურ ღონისძიებას. წლევანდელი მსოფლიო ტურიზმის დღის თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“.

მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„27 სექტემბერს მსოფლიო ტურიზმის დღეს აღნიშნავს, რომელიც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ 1979 წელს დაწესდა. საქართველოში პირველად იმართება ეს ღონისძიება და ჩვენს ქვეყანას მთელი მსოფლიოდან ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები. წლევანდელი გზავნილია “ტურიზმი და მშვიდობა”. საქართველო საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცევა. ჩვენი ქვეყნიდან მსოფლიოს გავუგზავნით გზავნილს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას ტურიზმის განვითარებისთვის და მოგზაურებისთვის“,-აცხადებს მაია ომიაძე.

"საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება