ირანის პრეზიდენტი - ისრაელს სურს, ირანის კონფლიქტში ჩართვის გზით, ახლო აღმოსავლეთი ომში ჩაითრიოს, რომლის შედეგები შეუქცევადი იქნება

ისრაელს სურს, ახლო აღმოსავლეთი სრულ ომში ჩაითრიოს ირანის პროვოცირებით, ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის კონფლიქტში ჩაერთოს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში განუცხადა, სადაც ის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩავიდა.

„ჩვენ არ გვინდა ვიყოთ არასტაბილურობის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში, რადგან მისი შედეგები შეუქცევადი იქნება. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიანად, არ გვინდა ომი. სწორედ ისრაელია ის, ვინც ყოვლისმომცველი კონფლიქტის შექმნას ცდილობს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ირანი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტში, პეზეშკიანმა უპასუხა, რომ ირანი დაიცავს ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც იცავს თავის უფლებებს და საკუთარ თავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს