მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება - ETERNITY 2024 დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების - ETERNITY 2024 გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლების საშტაბო და საველე კომპონენტებში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ირაკლი ჭიჭინაძემ სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სწავლების წარმატებით აღსრულება უსურვა.

სწავლების სცენარის მიხედვით, ვაზიანის საწვრთნელ რაიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვა გათამაშდება.

ETERNITY 2024 მრავალეროვნულ გარემოში უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საგანგებო სიტუაციების დროს კომუნიკაციის დახვეწას, ასევე რისკების მართვასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება