გიული ალასანია - თუ რამით შეიძლება ვიამაყოთ, ეს არის ჩვენი უძველესი სახელმწიფოებრიობა, დღეს სწორედ ამ სახელმწიფოებრიობას ე.წ. ხელისუფლება დაემუქრა

თუ რამით შეიძლება ვიამაყოთ, ეს არის ჩვენი უძველესი სახელმწიფოებრიობა, დღეს სწორედ ამ სახელმწიფოებრიობას ე.წ. ხელისუფლება დაემუქრა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ არჩევნებს უახლოვდება.

ამასთან, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ამ წიგნს გრძელი ისტორია აქვს. რამდენიმე წლის განმავლობაში იწერებოდა სხვადასხვა ქვეყანაში და გადმოცემულია არა მხოლოდ საქართველოს უახლესი ისტორია, არამედ მსოფლიო ისტორიაც. ჩვენ განსაკუთრებულ არჩევნებს ვუახლოვდებით. ყველამ კარგად იცის, რომ თუ რამით შეიძლება ვიამაყოთ, ეს არის ჩვენი უძველესი სახელმწიფოებრიობა, დღეს სწორედ ამ სახელმწიფოებრიობას ე.წ. ხელისუფლება დაემუქრა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე რუსთავში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციას, მესამე პრეზიდენტის დედასთან, გიული ალასანიასთან და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანთან, დავით კირკიტაძესთან ერთად დაესწრო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება