ზურაბ პოლოლიკაშვილი - ჩვენი სექტორი ყველაზე ჰუმანურია, თითოეული მოგზაურობა დაკავშირებულია ტურიზმთან, რომელიც აერთიანებს მსოფლიოსა და აახლოებს ტურიზმს

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიდეო მიმართვა ვრცელდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 27 სექტემბერს, პირველად მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო უმასპინძლებს.

„გილოცავთ მსოფლიო ტურიზმის დღეს. წელს, ამ დღეს, ჩვენი პლანეტა ომებსა და საფრთხეებშია გახვეული. მსოფლიო მოსახლეობიდან ყოველი მეოთხე კონფლიქტურ ზონებში ცხოვრობს, უამრავმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე გამოცადა ომი, მისი გავლენა შორს გაცდა კონფლიქტურ ზონებს. ჩვენ დაუყოვნებლივ ერთად უნდა დავდგეთ მშვიდობისთვის“, - აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი.

როგორც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი აღნიშნავს, ტურიზმი ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და ქვეყნების იცავს კონფლიქტებისგან.

„გლობალური ტურიზმის ოჯახი საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ რაც ყველას გვაერთიანებს ჩვენი ჰუმანურობაა. ჩვენი სექტორი ყველაზე ჰუმანურია. თითოეული მოგზაურობა დაკავშირებულია ტურიზმთან, რომელიც აერთიანებს მსოფლიოსა და აახლოებს ტურიზმს. ტურიზმი ნდობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული. ტურიზმი განაპირობებს ინკლუზიურ ზრდას და კეთილდღეობას, გვიცავს კონფლიქტებისგან. ტურიზმის ღირებულებები ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ვიდრე ოდესმე. მოდით პატივი ვცეთ საერთაშორისო სამართალსა და გაერთიანებული ერების ღირებულებებს. უპირველეს ყოვლისა, ერთად ვიმუშაოთ გაერთიანებულმა სექტორმა, რომ ტურიზმი იმედის ჩირაღდნად ვაქციოთ, როდესაც კონფლიქტის ზონებში მშვიდობა დაისადგურებს ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ ადამიანებს აღმშენებლობასა და კავშირების აღდგენაში, სადაც არ უნდა იყოთ და როგორც არ უნდა აღნიშნავდეთ ტურიზმის დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ცნობისთვის, ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება