„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთში, ნიგვზიანის და ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„არჩევნებში გამარჯვებით, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონის და მუნიციპალიტეტების უფრო მეტი განვითარება და კეთილდღეობა თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს. მადლობა ნდობისთვის და ძლიერი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრებს ესწრებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარე - ბესიკ ტაბიძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - ალექსანდრე სარიშვილი, ასევე, „ქართული ოცნების“ შტაბისა და საკრებულოს სხვა წევრები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება