ხატია დეკანოიძე - პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო - ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება

პარტნიორების მხრიდან შეფასებები ძალიან მძიმე იყო - ერთ-ერთი ჩვენი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

დეკანოიძის ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისიას ძალადობასთან დაკავშირებული მასალა გადაეცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონკრეტული ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებას.

მისივე თქმით, ასევე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილის ძალიან მკვეთრ განცხადებაზე, “რომელიც საქართველოს მოქალაქეებისა და ჯარისთვის ღირსების აყრის კონტექსტში ბოდიშის მოხდას გულისხმობდა“.

“ჩვენი მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, შეეხებოდა საქართველოში არსებულ ვითარებას, დემოკრატიის კუთხით ძალიან სერიოზულ, დამძიმებულ სიტუაციას და ოპოზიციის სერიოზულ ძალისხმევას, რაც იმას გულისხმობს, რომ გვჯერა და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების ნება დაფიქსირდეს. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად დავამარცხებთ!

ჩვენი პარტნიორების მხრიდან შეფასებები იყო ძალიან მძიმე. ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია, რომელმაც ძალიან კარგად იცის საქართველოში არსებული პრობლემები. ერთ-ერთი ჩვენი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ ზეწოლას და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო გახდება ბელარუსი.

ეს იყო პირდაპირი სიტყვები, რომელიც ერთ-ერთი კოლეგისაგან მოვისმინეთ.

ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ყველა დარღვევა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს თუ არჩევნების შემდეგ იქნება, დაფიქსირდება და შეფასდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო