საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გივი მიქანაძე, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მისიის წევრები თბილისში საქართველოს ხელისუფლების მოწვევით იმყოფებიან.

„მათი მთავარი მიზანია გაეცნონ წინასაარჩევნო გარემოს, მოუსმინონ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შემდგომ გააკეთონ შეფასებები.

ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, რა გამოწვევებს ვაწყდებით ამ პროცესში და რა თქმა უნდა, ვუპასუხეთ იმ კითხვებს, რაც მათ ჰქონდათ არჩევნებთან და ზოგადად პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება