“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერებმა მარნეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერებმა შეხვედრა მარნეულის მოსახლეობასთან გამართეს.

კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ საქართველო არის ჩვენი და ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ, რადგან „ჩვენი შვილების და ჩვენი სამშობლოს ბედი არის სასწორზე, ან ჩვენი ქვეყანა მიდის ევროპისკენ, ან ვრჩებით ცივილიზაციის მიღმა“.

“მიხარია რომ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელს ვხვდები.

ოქტაის [ქაზუმოვი] ყოფნა ჩვენთან ერთად, გარდა იმისა, რომ ეს არის აზერბაიჯანული თემის პატივისცემა, ეს აღიარებაა იმისა, რომ ჩვენ ყველანი ერთიანად ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო და მას ჰქვია საქართველო.

ოქტაი ჩვენთან არის, რადგან საქართველოს სახელით მიიღოს ყველა გადაწყვეტილება.

ეს ქვეყანა არის თანაბრად ჩვენი. საქართველო არის ჩვენი და ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ, რადგან ჩვენი შვილების და ჩვენი სამშობლოს ბედი არის სასწორზე, ან ჩვენი ქვეყანა მიდის ევროპისკენ, ან ვრჩებით ცივილიზაციის მიღმა.

ეს ქვეყანა იმსახურებს იყოს წინ. ჩვენ აზერბაიჯანელ მუსლიმ წარმომადგენლებს აქვთ განცდა, რომ იბრძვიან არამარტო საკუთარი უფლებებისთვის, არამედ ამ ქვეყნის უფლებისთვის, იყოს ევროკავშირის წევრი.

ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბავია ე.წ. 4+ პროგრამა, რომელიც ჩემი განათლების მინისტრობის დროს იქნა შემუშავებული და განხორციელებული. ჩემთვის ამაზე მნიშვნელოვანი რამ არ მომხდარა.

მომავალი თქვენია, კიდევ უფრო წინ ბედნიერი მომავლისკენ”, - განაცხადა გვარამიამ.

კოალიციის წევრის ოქტაი ქაზუმოვის თქმით, ქვემო ქართლში სკოლების ინფრასტრუქტურა არის მოშლილი, სოფლის გზები არის მოუგვარებელი, რაც აჩენს მიტოვებულობის განცდას, სწორედ ამიტომ არის ცვლილებები საჭირო.

მისივე განმარტებით, მისი გუნდი მოდის იმისთვის, რომ კი არ ჩაანაცვლოს, არამედ შეცვალოს.

“მივესალმები ქვემო ქართლიდან საქართველოს. ცვლილებები დაწყებულია, ჩვენ ვართ კუთხეში, რომელიც იყო მთავარი ძალა ძლიერი საქართველოსთვის.

სკოლების ინფრასტრუქტურა არის მოშლილი, სოფლის გზები არის მოუგვარებელი. ყოველი ეს აჩენს მიტოვებულობის განცდა. ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ კი არ ჩავანაცვლოთ, არამედ შევცვალოთ.

დაგვიჭირეთ მხარი, მომავალი არის თქვენი, ცვლილებების დროა”, - განაცხადა ქაზუმოვმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება