Spiegel  - გერმანიაში, უკრაინის დახმარების საკითხზე, ჯო ბაიდენის, ოლაფ შოლცის, ემანუელ მაკრონისა და კირ სტარმერის შეხვედრას ამზადებენ

გერმანიაში, უკრაინის დახმარების საკითხზე, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერის კირ სტარმერის შეხვედრას ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel სამთავრობო წრეებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 10-12 ოქტომბერს გეგმავს გერმანიაში სახელმწიფო ვიზიტს.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა ასევე გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მოწვევას, სანამ ბაიდენი ქვეყანაში იქნება. მოსალოდნელია, რომ “ოთხეულის” ფორმატში შეხვედრა, დიდი ალბათობით, უკრაინის დახმარების საკითხებს შეეხება.

აღინიშნება, რომ ბაიდენი ასევე გერმანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა “რამშტაინის” მონახულებას გეგმავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება