ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა და შეხვედრის დროს ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფა განიხილეს, - ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.

ზელენსკის განცხადებით, ერდოღანთან შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარება განიხილა.

„ფოკუსირებული ვიყავით ორმხრივი ვაჭრობის, საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის საკითხებზე, ასევე თურქული კომპანიების მონაწილეობაზე უკრაინის რეკონსტრუქციაში. ჩვენ განვიხილეთ მშვიდობის ფორმულის განხორციელება, განსაკუთრებული აქცენტით შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფაზე და ფორმულის შესაბამის პუნქტში თურქეთის ლიდერულ როლზე“, - აცხადებს ზელენსკი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება