უკრაინელებმა ათ ოლქში 28 დრონი და 4 რაკეტა გაანადგურეს

რუსეთმა 25 სექტემბრის ღამეს უკრაინის მასშტაბით 32 “კამიკაძე-დრონი“ გაუშვა, მათგან 28 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის დამცველებმა ასევე X-59/69 ტიპის ოთხი მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს.

საჰაერო ძალებში განმარტავენ, რომ რუსებმა ხარკოვის ოლქს С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტითა და სამი დაუზუსტებელი ტიპის რაკეტით დაარტყეს, ოდესის ოლქს - შავი ზღვის საჰაერო სივრციდან Х-59/69 ტიპის 4 რაკეტით, ასევე Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკია და კურსკის ტერიტორიებიდან.

საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, სუმის, პოლტავას, ნიკოლაევის, ოდესისა და ხერსონის ოლქებში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება