„ეკო ლისი“: სადაც ბუნება და კომფორტული ცხოვრება ერთმანეთს ხვდება

თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე არაერთ დეველოპერულ პროექტს შეხვდებით დასახელებით, სადაც სახელი „ლისი” არის გამოყენებული, რათა ლოკაციის უნიკალურობას ხაზი გაესვას.

თუმცა, სინამდვილეში პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება ტბასთან ახლოს და ვიზიტორები აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში საოცნებო ლოკაციისგან საკმაოდ დაშორებულები არიან.

განსხვავებით ამისგან, “ეკო ლისის” პროექტი არა უბრალოდ მორიგი ბრენდის სახელია, არამედ კომპლექსია, რომელიც რეალურად ლისის ტბის პირას დგას და ეს შენი ფანჯრიდან ხელის გულზე ჩანს, ხოლო შენი ეზო ლისის გამწვანებული ტყე-პარკია.

პროექტ “ეკო ლისში” ჩვენ შეგვიძლია ისეთი რამ შემოგთავაზოთ, რასაც სხვაგან ვერ შეხვდებით:

შენი მოგზაურობა ჯანსაღ გარემოში შენი სადარბაზოდან იწყება, საიდანაც პირდაპირ ლისის ტყე-პარკში შედიხარ და 3-4 წუთიანი სეირნობის შემდეგ ტბის პირას აღმოჩნდები. შენ გარშემო არის სუფთა ჰაერი, ხოლო შენი ფანჯრებიდან ერთ მხარეს ხელის გულზე ჩანს მთელი ქალაქი, მეორე მხარეს კი ლისის ტბა და ამ ხედებს ვერასდროს ვერაფერი დაფარავს.

ეს ყველაფერი არ არის დაპირება - კომპლექსი უკვე აშენებული და დასრულებულია.

და რა დაგხვდება კომპლექსში საოცარი გარემოს გარდა?

პირველ რიგში, იდეალურად დაგეგმარებული ბინები, სადაც კვადრატულობებში საძინებლების, მისაღების, სამზარეულოსა და აივნების პროპორცია სწორად არის დაცული. კორპუსს აქვს საკუთარი აუზი, ფიტნეს დარბაზი, დახურული პარკინგი და ბავშვებისთვის მოწყობილი დაცული ეზო, ფართო და ნათელი სადარბაზო, კეთილმოწყობილი შემინული ლიფტებით.

კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება 2,050 დოლარია.

რადგანაც პროექტი სრულად დაფინანსებული იყო ბანკის მიერ, მოქმედებს გამარტივებული დაფინანსების პროცედურები.

ამ ეტაპზე რეალიზებულია ბინების 70% და დარჩენილი არის 1, 2 და 3 საძინებლიანი ბინები.

მზად ხარ ახალი მოგზაურობის დასაწყებად საოცნებო ლოკაციაზე? ნახე შენი თვალით და დარწმუნდი, რომ ეს ყველაფერი რეალობაა.

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი: +995 551 53 55 99

მისამართი: ლისი, მზია ერისთავის ქ. N12

ვებ-გვერდი: ecolisi.ge

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება