შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კვეიჭოუს პროვინციის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კვეიჭოუს პროვინციის დელეგაციასთან, რომელსაც კვეიჭოუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, ძია ლიძიუნი ხელმძღვანელობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამართალდამცავ სტრუქტურებთან არსებულ თანამშრომლობაზე. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.

„ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაფართოებასა და გაძლიერებაზე. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ასევე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობაზე, ასევე სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე.

შეხვედრის დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში აქტიურად გაგრძელდება მუშაობა მხარეთა მიერ, არსებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების მიზნით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება