გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო EU4Energy-ს ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო EU4Energy-ს მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაში „ტრანსასაზღვრო გამტარუნარიანობის ხელშეწყობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის შესახებ“.

სემეკის ინფორმაციით, გიორგი ფანგანმა პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა საქართველოსთვის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა მარეგულირებლის როლს აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში.

„კონფერენციაში, რომელიც EU4Energy Phase II პროგრამის ფარგლებში გაიმართა, მონაწილეობდნენ ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიებისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები.

EU4Energy ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის განმახორციელებლები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანება (Energy Community)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება