ზურაბ ჭიაბერაშვილი - არაფერი მოულოდნელი არ არის იმაში, რომ ასეთ ანტიქართულ ხელისუფლებასთან, მაფიოზურ დაჯგუფებასთან ცივილიზებული, დემოკრატიული სამყარო ყველანაირ კონტაქტს წყვეტს

იმ გადაწყვეტილებაში, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძესთან დაკავშირებით მიიღო, სამწუხაროდ, არაფერი მოულოდნელი არ არის. სრულიად ნათელია, რას წარმოადგენს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ეს ანტიქართული, მაფიოზური დაჯგუფება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც „ამერიკის ხმის“ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს.

ჭიაბერაშვილის თქმით, ბუნებრივია, რომ ასეთ ხელისუფლებასთან ცივილიზებული დემოკრატიული სამყარო ყველანაირ კონტაქტს წყვეტს.

„სრულიად ნათელია, რა პოზიცია აქვთ ქართველი ხალხის ურყევ მეგობრებს, აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს. ერთადერთი, რაც ახლა არის გასარკვევი, არის ის, თუ რა მოხდება 26 ოქტომბერს და აქაც, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, თანდათან ცხადი ხდება, რომ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებში მარცხდება. ეს არის მკაფიო, ამიტომ აშშ-ის ყველა გადაწყვეტილება უნდა იქნას აღქმული შემდეგნაირად, რომ ის, ვინც ეწინააღმდეგება და ამ შემთხვევაში, "ქართული ოცნება", როგორც ანტიქართული მაფიოზური დაჯგუფება, ქართველი ხალხის ინტერესებს, მისი ადგილი დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ლიდერების გვერდით არ არის. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა საქართველოსთვის, მაგრამ ფაქტია და 26 ოქტომბერს აუცილებლად შეიცვლება", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაგეგმილ, ორპარტიული კანონპროექტის - „ქართველი ხალხის აქტის“ განხილვაზე.

„იმ სამწუხარო რეალობის, იზოლაციის ფონზე, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა მოაქცია, თუ რაიმე იმედის მომცემი და სასიხარულოა, ეს არის ის,რ ომ საქართველოს მეგობრები ურყევად დგანან ქართველი ხალხის გვერდზე და სენატის მოსმენა ამის მკაფიო დასტურია. ისინი ქართველ ხალხს მკაფიო არჩევანს გვთავაზობენ, ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, ქვეყნის იზოლაცია, სიღატაკე, ეკონომიკური კოლაფსი, რასაც საფინანსო სანქციების კიდევ უფრო გაღრმავება გამოიწვევს, თუ ივანიშვილი მიიტაცებს ამ არჩევნებს და მეორე მხარეს არის უზარმაზარი სარგებელი, რაც წამოვა ევროპიდან და ამერიკიდან ქართველი ხალხისთვის, იგულისხმება ფინანსური, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა. ამიტომ, სენატის მოსმენა ამ მკაფიო არჩევანის ნაწილია და სასიხარულოა, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები მყარად დგანან ქართველი ხალხის გვერდზე“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო