Bloomberg travel-სა და Conde Nast-ის ჟურნალისტი - მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად საქართველო იდეალური ადგილია

გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის პრესტურს ატარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოში იმყოფება Bloomberg travel-სა და Conde Nast-ის ჟურნალისტი ლებავიტ ლილი გირმა.

„საქართველოთი სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ეს ქვეყანა საკმაოდ განსხვავებულია დასავლეთ ევროპისგან. დედაქალაქში „ანდერგრაუნდის“ აურა იგრძნობა. საქართველო გამოირჩევა ისეთი ისტორიული ელემენტებით, რომლებიც უშუალოდ ჩამოსვლის მერე შეიგრძნობა. ათასწლოვანი ისტორიიდან შეუძლებელია არ გამოვარჩიოთ რელიგია, ქრისტიანობა. ეს ფაქტი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან წარმოშობით ეთიოპიიდან ვარ და ჩვენც ქრისტიანობის მიმდევრები ვართ. ამასთანავე, ბევრი მსმენია მეღვინეობის რეგიონებზე და მოხარული ვარ, რომ მათი ნახვის და შეცნობის საშუალება ადგილზე მომეცემა, ერთი სული მაქვს უკან დაბრუნების შემდეგ გარშემომყოფებს გავუზიარო ყველა აქ გადაღებული ფოტო და გადამხდარი ამბავი“, - აცხადებს ლებავიტ ლილი გირმა.

Bloomberg travel-სა და Conde Nast-ის ჟურნალისტი საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს აღნიშნავს და ჩვენი აქ ყოფნის მიზეზიც სწორედ ეს მოვლენაა. მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში აღნიშვნის გადაწყვეტილება შესანიშნავია, რადგან საქართველო ამ ღონისძიებისთვის იდეალური დანიშნულების ადგილია. საქართველო უდიდეს პოტენციალს ავლენს, ამის შესახებ კი უფრო მეტს მომდევნო დღეებში შევიტყობ“, - ამბობს ლებავიტ ლილი გირმა.

27 სექტემბერს, საქართველო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის დღეს. წლევანდელი თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი