აჭარის  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - მსოფლიო ტურიზმის დღეს აჭარა საინტერესო ღონისძიებებით უერთდება

28-29 სექტემბერს, აჭარაში მსოფლიოს ტურიზმის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებები იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ერისიონი“, ზვიად ბოლქვაძე და ბენდი „კახუჩელა და ხანუმები“ იქნებიან 28 სექტემბერს, ევროპის მოედანზე გამართული კონცერტის მთავარი შემსრულებლები.

„იქვე მოეწყობა კვების სივრცეებიც, სადაც ვიზიტორებს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ჯგუფი „რეგიონი“ წარსდგება მსმენელის წინაშე 29 სექტემბერს, გონიოს ციხე სიმაგრეში გამართულ კონცერტზე და მაყურებლის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს. კონცერტი გაიმართება ქედის ცენტრალურ პარკშიც. კონცერტებზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ.

მნიშვნელოვანია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მსოფლიო ტურიზმის დღეს წელს საქართველოში ჩაატარებს. 27 სექტემბერს, მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია „ტურიზმი და მშვიდობა“. მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით. ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება