გია ვოლსკი - ზურაბ ადეიშვილი იყო სხვადასხვა ფორმატში წარმოდგენილი, შემდეგ გაიყვანეს საერთაშორისო ურთიერთობების ფორმატიდან, ახლა უკან დააბრუნეს - ეს არის დემარში, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და ამოცანაა მათი მიზანი

ზურაბ ადეიშვილი იყო ფორმატებში წარმოდგენილი გარკვეულ დონეზე, შემდეგ გაიყვანეს საერთაშორისო ურთიერთობების ფორმატიდან, ახლა უკან დააბრუნეს - ეს არის დემარში და იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის შეურაცხყოფა და ამოცანაა მათი მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ფედერაციის პრეს-კლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ინფორმაციაზე, რომ “საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად გაეროში იმყოფება”.

ვოლსკი აღნიშნულს უკრაინის მხრიდან პოლიტიკურ დემარშს უწოდებს.

„ის, რაც უკრაინამ გააკეთა, პოლიტიკური დემარშია. როგორ შეიძლება ამ ადამიანზე ან ადამიანების ჯგუფზე პოზიტიურად ილაპარაკო“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

გარდა ამისა, ვოლსკიმ უპასუხა კითხვას საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე. კითხვაზე, რის შედეგად შეიძლება გადაიტვირთოს აშშ-სთან ურთიერთობა, ვოლსკი ამბობს: “საერთო ინტერესებით”.

“საერთო ინტერესებმა უნდა გადატვირთოს. ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი იმაში, რომ რუსეთის ფედერაციის მთავარი ძალის მიმართულება, უკრაინის მიმართულება დივერსიფიცირებული იქნეს და ნაწილი სამხრეთ კავკასიისკენ გამოემართოს, გასაგებია. ეს არავისთვისაა შემაძრწუნებელი და არ არის რაღაც ისეთი, რაც მსოფლიო პოლიტიკას არ ახასიათებს, მაგრამ გუშინ ევროკავშირის ფორმატზე კი არა, ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტაზე საუბრობდა მსოფლიო, როდესაც ევროპული ქვეყნების ერთმანეთთან ურთიერთობას იხილავდა. დღეს ძალიან მძიმეა ურთიერთობები მაგალითად, ჩინეთსა და ამერიკას შორის, მაგრამ, ჩვენი გათვლა ხდება მშვიდობიან განვითარებაზე და ამ ცხელი ფაზისგან გადარჩენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თუ არ მოხდა, არაფერს მნიშვნელობა არ ექნება. ატომური ომის საშიშროება რეალურია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება