„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ვაკის რაიონის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, არაყიშვილის N11-ისა და ლორთქიფანიძის N34-ის მობინადრეებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრებზე ისაუბრა 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას. ასევე მოისმინა მობინადრეთა საჭიროებები.

„ადგილობრივებმა ღია მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოგვიცხადეს, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს ერთგულად გავაგრძელოთ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი პრობლემების გადაჭრა“, - განაცხადა ზუკა რურუამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე და ვაკის მაჟორიტარი ნოდარ ტურძელაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება