კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობაზე - არ მოხდება ჩვენი მხრიდან ქვეყნის ინტერესების დათმობა!

საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს, კიდევ უფრო მეგობრული გახადოს ეს ურთიერთობა, მაგრამ როგორც სიყვარული ვერ იქნება ცალმხრივი, ისევე ეს ურთიერთობები ვერ იქნება ცალმხრივი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

მან აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ დაგეგმილი განხილვა შეაფასა და აღნიშნა, რომ ახალს არაფერს ელის. კახა კალაძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესებს არ დათმობს.

„რა თქმა უნდა, არ მოხდება ჩვენი მხრიდან ქვეყნის ინტერესების დათმობა. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ საქართველოს ინტერესები და პარალელურად, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. არაერთხელ დაგვიმტკიცებია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება სანქციების შესაძლო გაფართოებას, კახა კალაძემ აღნიშნა: „გაფართოვდეს, ეს მათი უფლებაა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი უშველის, ისინი ხალხისგან შესაბამის პასუხს მიიღებენ. აგენტებს, მოღალატეებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ეწინააღმდეგება მშვიდობას, ქვეყნის განვითარებას და ქართველი ხალხის ინტერესს, 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს მიიღებს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს, 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება