ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 27-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.

„შეთანხმების რატიფიცირება ჩვენს ეროვნულ მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის და საშუალებას მოგვცემს, რომ მათ მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა ე.წ. იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ანრი ბარციცმა.

ცნობისთვის, მოსკოვმა ე.წ. პარლამენტის მიერ აღნიშნული შეთანხმების დამტკიცების მოთხოვნით 1-ელი სექტემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება შეაჩერა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს