„თიბისის“ მხარდაჭერით Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართა

თიბისის“ მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა.

„თიბისის“ ცნობით, ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.

„Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის პროექტში ორი ასაკობრივი ჯგუფი: 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ. წელს პროექტში 700-ზე მეტმა გოგონამ და 250-მა მენტორმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 22 გამარჯვებული გუნდებისთვის და მათი მენტორებისთვის, ცემში, ხუთ დღიანი შემეცნებითი ბანაკი მოეწყო.

„თიბისის“ ტექგუნდის და სფეროს სპეციალისტების ჩართულობით, ბანაკში გოგოებმა ისწავლეს ელექტრონიკის საფუძვლები არდუინოს, მეწარმეობის ვორქშოფზე შექმნეს სახალისო პროექტები, გაეცნენ Low Code ვებ-დეველოპმენტს OutSystems პლატფორმაზე. ასევე, შეისწავლეს თამაშების შექმნის საწყისები და შექმნეს მარტივი თამაშები. მოისმინეს საინტერესო ლექციები STEM კარიერაზე, სამედიცინო ტექნოლოგიებზე, მწვანე ენერგიაზე და დიდი ენის მოდელების სამეცნიერო საფუძვლებზე. დამოუკიდებლად გაარჩიეს და წარმოადგინეს ხელოვნური ინტელექტის უახლესი აპლიკაციების შესაძლებლობები.

„თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება