პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტში გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში სოფლების: იყალთოს, რუისპირის, ახატელისა და ვარდისუბნის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მოქალაქეებთან შეხვედრისას, დელეგატმა ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა.

„აღნიშნულ სოფლებში მოძრაობს ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები ემსახურებიან მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას. ხოლო, სოფელ იყალთოში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სოფელ ვარდისუბანში კი ახალი სასწავლო წლის დაწყება აღსაზრდელებმა ახლად აშენებულ საბავშვო ბაღში იზეიმეს. დელეგატის თქმით, სოფელ რუისპირში ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოები და ახლო მომავალში რუისპირის მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღი ექნება. ასევე, მოწესრიგდა წყალმომარაგების და გზების ინფრასტრუქტურა.

შეხვედრას ესწრებოდნენ, პარლამენტის წევრი - გელა სამხარაული, ქალაქის მერი - ლევან ანდრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს