თელავში ქართული პოლიგრაფიული საწარმო „ფავორიტი/კოლორპაკი“ გაიხსნა

მაღალტექნოლოგიური პოლიგრაფიული საწარმო „ფავორიტი/კოლორპაკი“ ფართოვდება და საქართველოს რეგიონებში იწყებს ოპერირებას. კომპანიამ პირველი რეგიონული საწარმო კახეთის რეგიონში, თელავში გახსნა, სადაც ადგილობრივ ბიზნესს შესაძლებლობა ექნება, ნაკლები დანახარჯებით მიიღოს უმაღლესი ხარისხის პოლიგრაფიული და სარეკლამო მომსახურება.

როგორც თბილისში, ასევე თელავში „ფავორიტი/კოლორპაკის“ საწარმო აღჭურვილია წამყვანი პოლიგრაფიული დანადგარებით, რომელიც ბიზნესსა თუ საცალო მომხმარებლებს მრავალფეროვანი სერვისების მიღების შესაძლებლობას აძლევს. დანადგარებზე იბეჭდება როგორც პრესა და წიგნები, ისე სარეკლამო და კომერციული პროდუქცია, შეფუთვები და ეტიკეტები, დიდტირაჟიანი, განსხვავებული, თემატური დიზაინის მქონე ეტიკეტები, ყუთები და სხვა სახის პოლიგრაფიული ნაწარმი.

კომპანიის დირექტორის, სანდრო გახელაძის განმარტებით, რეგიონული საწარმოს ამოქმედება ერთი მხრივ, ახალ შესაძლებლობებს უხსნის როგორც „ფავორიტი/კოლორპაკს“, ისე კახეთს, სადაც ღვინის ეტიკეტებზე, აქსესუარებსა და შეფუთვებზე მაღალი მოთხოვნაა. საწარმო მსხვილ ბიზნესსა თუ მცირე მარნებს შესაძლებლობას აძლევს, ადგილზე შეუკვეთონ მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული პროდუქცია და დაზოგონ ლოგისტიკისა თუ იმპორტის ხარჯები:

„ბუნებრივია, კახეთში ახალი საწარმოს გახსნა მხოლოდ „ფავორიტი/კოლორპაკის“ წარმატება არ არის. ჩვენი ოპერირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. საწარმოში დასაქმებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივია. დაგეგმილი გვაქვს, ერთი წლის განმავლობაში მათი რიცხვი რამდენიმე ათეულით გავზარდოთ.

ჩვენი მიზანია, დამკვეთების სურვილები ადგილზე, მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად დავაკმაყოფილოთ. რთულად მოიძებნება ისეთი სერვისი, რისი შეთავაზებაც მათთვის არ შეგვიძლია და დარწმუნებულები ვართ, ამიტომ ადგილობრივ მეწარმეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, უფრო ხარჯთეფექტურად მიიღონ პოლიგრაფიული მომსახურება“, - განმარტა სანდრო გახელაძემ.

საწარმო „ფავორიტი/კოლორ პაკი“ უკვე 30 წელია ოპერირებს და მაღალტექნოლოგიური პოლიგრაფიული სერვისებით გამოირჩევა, რის გამოც ის თავის სფეროში ლიდერის პოზიციას იკავებს. კომპანია აგრძელებს განვითარებას, რათა ბეჭდვითი მიმართულებით მაღალი ხარისხის სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

(R)

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი