„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, შარტავას N45-ის და გოთუას N22-ის მცხოვრებლებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

აკაკი ალადაშვილის თქმით, შარტავას N45-ის მცხოვრებ ბავშვებს ძალიან მალე რეაბილიტირებული სკვერი და სპორტული მოედანი ექნებათ. დელეგატმა ასევე ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას.

„მოსახლეობას, შევახსენე თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ხმა მივცეთ მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი - ავთანდილ ცინცაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება