„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალიჭისა და დაბა კაზრეთის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტები, განიხილა სამომავლო გეგმები.

„აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის დაბაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს 300 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. გარდა ამისა, უმოკლეს ვადაში დაიწყება კაზრეთისა და ბალიჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

მჯერა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ ერთად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას!“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

საარჩევნო შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - თამაზი ჟორჟოლიანი და მერის პირველი მოადგილე - ბუბა გობეჯიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს