გიული ალასანია - ყვარელში ვისაუბრეთ მიშას წიგნის შესახებ: როგორ იწერებოდა სხვადასხვა დროს, სხვადახვა ქვეყანაში და რა იყო მისი დაწერის მიზანი

ყვარელში ვისაუბრეთ მიშას წიგნის შესახებ: როგორ იწერებოდა სხვადასხვა დროს, სხვადახვა ქვეყანაში და რა იყო მისი დაწერის მიზანი , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"დღეს ვართ ყვარელში, სადაც გვაქვს მიხეილ სააკავილის წიგნის პრეზენტაცია. ვისაუბრეთ ამ წიგნის შესახებ: როგორ იწერებოდა ის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში. ვისაუბრეთ იმაზე, რა იყო ამ წიგნის დაწერის მიზანი. და საერთოდაც, ვისაუბრეთ იმ რთულ მდგომარეობაზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა პერსპექტივა გვაქვს და როგორი ხალხის განწყობა", - განაცხადა ალასანიამ ყვარელში.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, ყვარელში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახლში, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი და ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე. მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის გარდა, პოლიტიკური ლიდერები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება