Arab news magazine-ის ჟურნალისტი - საქართველოს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, საუდის არაბეთიდან საქართველოს  ბევრი სტუმარი ჰყავს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Euronews Travel-ის, Forbes-ის, Bloomberg Travel-ის, Conde Nast-ის, Le Monde-ის, Prestige Communcation-ისა და Arab News-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ადმინსტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით რეპორტაჟებსა და სტატიებს ამზადებენ.

„Arab news magazine”-ის ჟურნალისტი, აბდულფატა ბენგასენ ლოჯიენი საქართველოს ტურისტული მიმართულების მნიშვნელობაზე საუბრობს.

სულ მცირე დროა რაც აქ ვიმყოფები, სიმართლე გითხრათ, გაოგნებული ვარ იმით, რომ საქართველო და საუდის არაბეთი ასე ახლოსაა ერთმანეთთან. მოუთმენლად ველოდები მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაზე დასწრებას. ქართველი ხალხი, ბუნება, ნამდვილად შთამბეჭდავია. ქვეყნის არქიტექტურა ნათლად აღწერს და გამოხატავს საქართველოს.

საქართველოს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ზაფხულის პერიოდში ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს საქართველოს საუდის არაბეთიდან. ქართველები მათ გულთბილად ხვდებიან და სტუმრებიც კმაყოფილები რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვარ საქართველოში, ჩემი ქვეყნის წარმომადგენლებისგან ვიცი, რომ აქ არაჩვეულებრივ დროს ატარებენ“, - აცხადებს Arab news magazine-ის ჟურნალისტი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 27 სექტემბერს საქართველო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. წლევანდელი თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება