მიხეილ სარჯველაძე - პაციენტის უსაფრთხოება არამხოლოდ ინსტრუმენტია ჯანდაცვის პოლიტიკის წარმართვისთვის, ეს პრაქტიკულად, მთლიანად ჯანდაცვის მიზანია - რაც შეიძლება მეტად ორიენტირებული უნდა ვიყოთ სამედიცინო შეცდომების პრევენციაზე

მინდა ყველას მოვუწოდო მეტი ყურადღებისკენ, რომ მეტი ძალისხმევა ხმარდებოდეს იმ საქმეს, რასაც ჰქვია პაციენტის უსაფრთხოება. პაციენტის უსაფრთხოება არამხოლოდ ინსტრუმენტია ჯანდაცვის პოლიტიკის წარმართვისთვის, ეს არის პრაქტიკულად მთლიანად ჯანდაცვის მიზანი, ჯანდაცვის სისტემა ფუნქციონირებს იმისთვის, რომ პაციენტი იყოს, რაც შეიძლება მეტად უსაფრთხოდ , - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, პაციენტის უსაფრთხოება მნიშვნელოვან, გლობალურ გამოწვევად, რამდენიმე წლის წინ აღიარა და ამას ფეხი საქართველომაც უნდა აუწყოს.

„რამდენიმე წლის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრობლემური საკითხი გლობალურად, ეს არ ეხება მხოლოდ რომელიმე სახელმწიფოს ან რეგიონს. ბუნებრივია, საქართველო ამ ყველაფრის ნაწილია, შესაბამისად ჩვენც, რაც შეიძლება მეტად ორიენტირებული უნდა ვიყოთ, მაგალითად სამედიცინო შეცდომების პრევენციაზე. მნიშვნელოვანია ე.წ. პრუდენცირებული რეგულირების მექანიზმები, როდესაც პრევენცირებული იქნება სამართალდარღვევა. მნიშვნელოვანია, მკაფიო რეგლამენტაცია იმისა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება იწვევდეს პასუხისმგებლობას რომელიმე დარღვევა და რა შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს პასუხისმგებლობას. ამაზე ძალიან დიდია მსჯელობა, მათ შორის სამართლის სფეროში, ეს არის უმნიშვნელოვანესი დისკუსია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მუშაობის გაგრძელება და განვითარება, მთავარი მიზანი კი არის სამედიცინო შეცდომების შემცირება.

„ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მიდგომები, რომლის მიზანიც, ფუნქციაც გახლავთ, რაც შეიძლება მეტად შემცირდეს შეცდომები, მათ შორის დიაგნოსტიკის ეტაპზე. რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ეს შესაძლებელია ნაწილი ტექნოლოგიების გაუმჯობესებით, ნაწილი პროტოკოლების გაუმჯობესებით, შეიძლება ეს იყოს ცოდნის გაუმჯობესება. იქ [შეხვედრაზე] იყო გამოთქმული მოსაზრება, მაგალითად საგანმანათლებლო სისტემაში ისეთი პროგრამების ინტეგრაცია, რომლის საშუალებითაც, უფრო მეტად აღჭურვილი იქნება მომავალი ექიმი იმის ცოდნით, რასაც ჰქვია პრევენცია და რა მექანიზმებით უნდა მოხდეს, რაც შეიძლება მეტად დაზღვევა. ეს შეიძლება იყოს ორმაგი მონიტორინგი დარღვევების პრევენციის მიმართულებით და ნებისმიერი სხვა რამ, რაც მიიჩნევა, რომ კარგი ინსტრუმენტია ასეთი დარღვევების გამოსარიცხად“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი