ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელები არასდროს მიიღებენ იმას, რომ სამართლიანი მშვიდობის ნაცვლად, თავს კოლონიალური წარსული შეიძლება მოეხვიოთ

უკრაინელები არასდროს მიიღებენ იმას, რომ სამართლიანი მშვიდობის ნაცვლად კოლონიალური წარსული შეიძლება მოეხვიოს თავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სამყარომ უკვე გაიარა კოლონიალური ომები და პატარა ქვეყნების ხარჯზე დიდი სახელმწიფოების შეთქმულებები და უკრაინელები არასდროს მიიღებენ იმას, რომ უკრაინას ნორმალური ცხოვრების ნაცვლად სასტიკი კოლონიალური წარსული შეიძლება მოეხვიოს თავს.

“და როდესაც ჩინეთი და ბრაზილია ვიღაცასთან ევროპაში, ვიღაცასთან აფრიკაში ხმების გუნდად გადაქცევას ცდილობენ, რომლებიც სრული და სამართლიანი მშვიდობისთვის რაღაც ალტერნატიულს ამბობენ, ჩნდება კითხვა. რაშია ნამდვილი ინტერესი? ყველამ უნდა გაიგოს. უკრაინის ხარჯზე თქვენს ძალაუფლებას ვერ გაიმყარებთ…

ხოლო უკრაინელები არასდროს არ მიიღებენ, მსოფლიოში რატომ თვლის ვინმე, რომ ასეთი სასტიკი კოლონიალური წარსული, რომელიც დღეს არავის არ აწყობს, შეიძლება თავს მოეხვიოს უკრაინას ნორმალური მშვიდობიანი ცხოვრების ნაცვლად…

და სამყაროს ყველა ქვეყნის მხრიდან მხარდაჭერას გთხოვთ. სამყაროს არ ვყოფთ. და იმავეს გთხოვთ. სამყაროს ნუ ყოფთ. ერთიანი იყავით. და ეს მშვიდობას მოგვიტანს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს