მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბრანკო ზებიჩთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და აქტიურ საპარლამენტო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, გატარებულ რეფორმებზე და მიღწეულ პროგრესზე.

მხარეებმა ისაუბრეს გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართველოს მნიშვნელობაზე და ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები”, - ნათქვამია პრესრელიზში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება