გიორგი გახარია - სადაც იქნება ქვეყნის ინტერესი, სადაც საჭიროება მოითხოვს, არასოდეს  დავმალულვარ

სადაც იქნება ქვეყნის ინტერესი, სადაც საჭიროება მოითხოვს, არასოდეს დავმალულვარ, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, „რას ეუბნება ამომრჩეველს ის ფაქტი, რომ საარჩევნო სიის სათავეში არის გიორგი გახარიას სახელი“.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის რომ სიის სათავეში არ ყოფილიყო, ამ ფაქტს შეიძლება მისცემოდა შეფასება, რომ გიორგი გახარიას შეეშინდა და ბრძოლის წინა ხაზზე თანაგუნდელები გაუშვა.

„მე ვარ ამ პოლიტიკური გუნდის, პოლიტიკური ძალის ლიდერი. შესაბამისად, მე რომ დავმალულიყავი, ამას ექნებოდა ორი შეფასება. პირველი, მე უბრალოდ შემეშინდა და ბრძოლაში წინა ფლანგზე გავუშვი ჩემი თანაგუნდელები ან უბრალოდ მინდა, რომ პატარა მინიოლიგარქი ვიყო, რომელმაც გვერდიდან შეიძლება რაღაც პროცესები ვმართო და რაღაც რუხი კარდინალივით რაღაცები ვაკეთო. მე არც ერთი მინდა და არც მეორე. სადაც იქნება ქვეყნის ინტერესი, სადაც საჭიროება მოითხოვს არასოდეს დავმალულვარ, არცერთ პოზიციაზე, როცა პრემიერი ვიყავი ან მინისტრი, სადაც ყველაზე მწვავე წერტილები იყო, იქ მივდიოდი და არასდროს დავმალულვარ. არასოდეს არ დავმალულვარ და ყოველთვის მივსულვარ, პასუხისმგებლობა მე ამიღია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „ამბობდით, „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრებიც იქნებიან თქვენთან ერთად, როდის მოხდება მათი ვინაობის გასაჯაროება“, - გიორგი გახარია პასუხობს, „სულ მალე. ხვალ ნახავთ სიაში ან მათ ნახავთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ბევრგან ნახავთ. ეს არის პოლიტიკური პროცესი... ჯერ მათ ვმალავთ, ჩვენ ამ ადამიანების უსაფრთხოებას ვუფრთხილდებით. ყველაფერი წინ გაქვთ, მოემზადეთ“.

ცნობისთვის, პარტიამ “გახარია - საქართველოსთვის” 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება