გიგი გიგიაძე - წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან - ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს

ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს, მათ აღარ უნდათ არანაირ საკითხზე „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი, - ამის შესახებ დანიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევის გაუქმებას ეხმაურება.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს საქართველო ელჩს აშშ-დან კონსულტაციების მიზნით, გიგი გიგიაძე პასუხობს, რომ განადგურებული ურთიერთობების ფონზე ეს უკვე მეათასეხარისხოვანია.

„ქართული ოცნების“ მხრიდან არაფერს არ გამოვრიცხავ. არ ვიცი რას იზამენ და როგორ, მაგრამ ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ელჩის გამოწვევა/არ გამოწვევა, ეს უკვე მეათასეხარისხოვანია ამ მდგომარეობაში. ასეთი გაფუჭებულ, განადგურებული, ორმხრივი ურთიერთობების ფონზე. „ქართული ოცნება“ ელჩს გამოიწვევს თუ არა, ეს რეალურად მეათასეხარისხოვანია“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

მისი თქმით, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება „თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ მონაპოვარი და დამსახურებაა“.

„საქართველო-ამერიკის ურთიერთობები იმყოფება ყველაზე დაბალ ნიშნულზე. ისტორიულად ასეთი გაფუჭებული ურთიერთობები ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარ გარანტორთან არასდროს გვქონია. ეს არის ყველზე დიდი ზიანი, რაც შეეძლო „ქართულ ოცნებას“ საქართველო-ამერიკის ურთიერთობისთვის მიეყენებინა, მათ ეს გააკეთეს და საქართველო თანმიმდევრულად დისტანცირდება ცივილიზებული სამყაროსგან, დასავლეთისგან და ხდება ჩვენი სრული იზოლაცია. ეს არის თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ მონაპოვარი, დამსახურება. ჩვენ არა მარტო ევროკავშირთან გავიფუჭეთ ურთიერთობა, არამედ უკვე ამერიკასთანაც. სრულიად წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის აღარ უნდა უკვე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა ამერიკაში, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ქცევიდან გამომდინარე უფრო გასაკვირი იქნებოდა „ბაიდენის ვახშამზე კობახიძის და მისი დელეგაციის ხილვა“.

„უფრო გასაკვირი არ იქნებოდა დღეს რომ კობახიძეს ვინმე შეხვედროდა აშშ-ში იმ ყველაფრის ფონზე, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს? უფრო გასაკვირი არ იქნებოდა ბაიდენის ვახშამზე კობახიძის და მისი დელეგაციის ხილვა? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით როგორ იქცევიან ბოლო პერიოდში და რა რიტორიკით გამოირჩევიან, როგორ საუბრობენ, რას აბრალებენ აშშ-ს? ვინ ფიქრობს, რომ ეს დარჩებოდა შეუმჩნეველი და ამერიკელები ამაზე რეაგირებას არ მოახდენდნენ?“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია