ირაკლი კობახიძე გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე - ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი, სამხრეთ კავკასია კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ

ვაღიარებთ რა მშვიდობის ფასს, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი, სამხრეთ კავკასია კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა - “ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში”.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს.

„მთელი გულით მივესალმებით და გვახარებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესი, რითაც შეიქმნა პლატფორმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ნდობის, ერთიანობის გაძლიერებისა და საერთო მომავლის უზრუნველყოფისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს