ირაკლი კობახიძე გაეროში ვიზიტზე - გვქონდა ორმხრივი შეხვედრები, ვისაუბრეთ ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის განვითარებას

თითოეულ შეხვედრაზე გავაჟღერეთ ჩვენი გზავნილები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ ვითარებასთან და ყველა შესაბამისი გზავნილი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტი შეაჯამა.

„ვასრულებთ ჩვენს ვიზიტს გაეროში, ნიუ იორკში, გვქონდა გამოსვლა სხვადასხვა პლატფორმაზე, ეს იყო უშიშროების საბჭო, პლენარული სესია, მომავლის სამიტი და რა თქმა უნდა, თითოეულ შემთხვევაში გავაჟღერეთ ჩვენი გზავნილები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ ვითარებასთან და ყველა შესაბამისი გზავნილი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენ გვქონდა ასევე ორმხრივი შეხვედრები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაეროს გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრა, ასევე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრა. აქაც საუბარი გვქონდა ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესებს, ეს იყო ჩვენი შეხვედრების მთავარი შინაარსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება