აშშ-მა უკრაინისთვის 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოაცხადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, - ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

დახმარების პაკეტი მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და სხვა კრიტიკულად საჭირო იარაღსა და აღჭურვილობას.

„აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უსაფრთხოების დამატებითი დახმარება გამოაცხადა, რათა უკრაინას მიაწოდოს ინსტრუმენტები, რომელიც საჭიროა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გასამარჯვებლად. მისი ღირებულებაა 375 მილიონი აშშ დოლარი. პაკეტი მოიცავს ჰაერი-მიწა კლასის იარაღს, საბრძოლო მასალებს სარაკეტო სისტემებისა და არტილერიისთვის, ჯავშანტექნიკასა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უფრო კონკრეტულად, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს : ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალას, საბრძოლო მასალას მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), 155 მმ-იან და 105 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას, Javelin-სა და AT-4 -ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ჯავშანტექნიკა M1117-ს, MRAP-ის ჯავშანმანქანებს, მსუბუქ ტაქტიკურ მანქანებს, ცეცხლსასროლ იარაღს, საპატრულო კატერებს, სასანგრე აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას, სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს, მომსახურებას, სწავლებასა და ტრანსპორტირებას.

პენტაგონის ინფორმაციით, ეს არის ტექნიკის 66-ე ტრანში, რომელსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 2021 წლის აგვისტოდან უკრაინას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საწყობებიდან გადასცემს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება