აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინის ელჩს აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს და ვოლოდიმირ ზელენსკის მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, ვაშინგტონში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თანამდებობიდან.

საქმე ეხება მარკაროვას მიერ ორგანიზებულ ზელენსკის ვიზიტს პენსილვანიაში, სადაც მას მხოლოდ „დემოკრატების“ წარმომადგენლები ახლდნენ. ჯონსონმა ეს განიხილა, როგორც კამალა ჰარისის მხარდასაჭერი კამპანიის ღონისძიება და ამერიკის არჩევნებში ჩარევა.

“ტური აშკარად იყო პარტიული კამპანიის ღონისძიება „დემოკრატების“ დახმარების მიზნით და ეს აშკარად არჩევნებში ჩარევაა“, - აღნიშნულია ჯონსონის წერილში, რომლითაც მან ზელენსკის მიმართა.

მისი თქმით, აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში ჩარევისგან ყველა უცხო ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მხარდაჭერა რჩება ორპარტიული, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ზიანდება, როდესაც “რესპუბლიკელი“ საპრეზიდენტო კანდიდატები მედიაში თქვენი მთავრობის ოფიციალური პირების სამიზნე არიან. მსგავსი ინციდენტები არ უნდა განმეორდეს. გმადლობთ ამ საკითხის მიმართ ყურადღებისთვის და ვიმედოვნებ, რომ დაუყოვნებლივ მიიღებთ შესაბამის ზომებს“, - წერს ჯონსონი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება