აშშ და მისი მოკავშირეები - მოვუწოდებთ ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტისკენ ისრაელი-ლიბანის საზღვრის გასწვრივ

მოვუწოდებთ დაუყონებლივი, ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტისკენ ლიბანისა და ისრაელის საზღვრის გასწვრივ, რათა მივიღოთ დიპლომატიური სივრცე კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების მისაღწევად, - ამის შესახებ შეერთებული შტატების, ავსტრალიის, კანადის, ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, გაერთიანებული სამეფოსა და კატარის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

“ლიბანსა და ისრაელს შორის არსებული ვითარება წარმოადგენს უფრო ფართო რეგიონული ესკალაციის მიუღებელ რისკს. ეს არავის ინტერესშია, არც ისრაელელი და არც ლიბანელი ხალხის. დიპლომატიური შეთანხმების დროა, რომელიც საშუალებას მისცემს მშვიდობიან მოსახლეობას საზღვრის ორივე მხარეს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. თუმცა, დიპლომატია წარმატებას ვერ მიაღწევს ამ კონფლიქტის ესკალაციის ფონზე. ამგვარად, მოვუწოდებთ დაუყონებლივი, 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ ლიბანისა და ისრაელის საზღვრის გასწვრივ, რათა მივცეთ სივრცე დიპლომატიას კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისთვის“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

აშშ, ევროკავშირი და მათი მოკავშირეები მხარეებს მოუწოდებენ, დაამტკიცონ ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ამ პერიოდის განმავლობაში და წარმოქმნან რეალური შანსი კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს