მაია ბითაძე - პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლა ზუსტად ასახავს ჭეშმარიტად ეროვნულ ინტერესებს - ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოსაც აქვს საკუთარი სტრატეგიული მიზნები, რაც ღირსეულ და მშვიდობიან პოლიტიკაზე გადის

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, მაია ბითაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის სიტყვაში ჭეშმარიტად ეროვნული ინტერესები იყო ასახული.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის გამოსვლით დადასტურდა, რომ საქართველოში მომავალ თაობებს კიდევ უფრო ამაყად, მშვიდობიანად და ღირსეულად ცხოვრების დიდი პოტენციალი აქვთ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გამოსვლა, რომელიც ზუსტად ასახავს:

  1. ჭეშმარიტად ეროვნულ ინტერესებს;
  2. ქვეყნის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და რეალურ პოზიტიურ პოტენციალს;
  3. დეოკუპაციისა და შერიგების სამშვიდობო, გონივრულ სტრატეგიას;
  4. უპირობო საგარეო მისწრაფებებს;
  5. გამოსვლა, რომელიც მარტივად და მოკლედ გაგრძნობინებს, რომ ამ პლანეტის სრულფასოვანი წევრი ხარ და საქართველოში, მომავალ თაობებს, კიდევ უფრო ამაყად, თამამად, მშვიდობიანად და ღირსეულად ცხოვრების დიდი პოტენციალი აქვთ! ისეთი ცხოვრების, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდით და რომლისთვისაც ვშრომობდით!

p.s. ყველას უნდა ესმოდეს, შიგნით თუ გარეთ, რომ საქართველოსაც აქვს საკუთარი სტრატეგიული მიზნები და ეს მიზნები ღირსეულ და მშვიდობიან პოლიტიკაზე გადის. მშვიდობა და მოთმინება ჩვენს ქვეყანას,“ - წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება