გიორგი ბოტკოველი - თელავი და მთლიანად კახეთიც მზად არის რომ გაიმარჯვოს საქართველომ, რა თქმა უნდა, გაიმარჯვოს მიხეილ სააკაშვილთან ერთად

თელავი და მთლიანად კახეთიც მზად არის რომ გაიმარჯვოს საქართველომ, რა თქმა უნდა, გაიმარჯვოს მიხეილ სააკაშვილთან ერთად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ყვარლის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია თელავში გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი.

„ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ დღეს თელავში გვაქვს მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია. თელავს კარგად ახსოვს მიხეილ სააკაშვილის საქმეები. ეს ყველაფერი კი შეგვიძლია ჩვენი თვალით ვნახოთ. თელავიც და მთლიანად კახეთიც მზად არის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ, გაიმარჯვოს რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ქვეყანაში იყოს ისეთი გარემო, სადაც ადამიანები შრომობენ და შრომა უფასდებათ“, - გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება