გიორგი ბარამიძე - ეს წიგნი მემატიანის მსგავსი ნაწარმოებია მათთვის, ვისაც საქართველოს ბედი აინტერესებს: რა პერიპეტიები იყო, როგორ იბრძოდა, რას აკეთებდა, ვის ელაპარაკებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი

ეს წიგნი მემატიანის მსგავსი ნაწარმოებია მათთვის, ვისაც საქართველოს ბედი აინტერესებს: რა პერიპეტიები იყო, როგორ იბრძოდა, რას აკეთებდა, ვის ელაპარაკებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ თელავში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს მიიღებს ი გადაწყვეტილებას, რომელიც გაათავისუფლებს საქართველოს და მიხეილ სააკაშვილს.

„დღეს ამჯერად უკვე თელავში ვართ ქალბატონ გიულისთან ერთად, გვაქვს პრეზიდენტ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც არის არამარტო ავტობიოგრაფიული, არამედ არის როგორც საქართველოს თანამედროვე ისტორია, ისე ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოს საქართველოსთან ურთიერთობის თანამედროვე, რაღაც მემატიანის მსგავსი ნაწარმოები, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე უფროსი თაობის ადამიანებისთვის, ვისაც საქართველოს ბედი აინტერესებს: რა პერიპეტიები იყო, როგორ იბრძოდა, რას შვრებოდა, რას აკეთებდა, ვის ელაპარაკებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი.

მათ შორის არის ის თემა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ახლა ძალიან აქტუალურია. ჩვენი დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ახლა პუტინის მონა, მოღალატური ხელისუფლება ფეხქვეშ თელავს და ჩვენი ერთგული მეგობრების - აშშ-სა და ევროკავშირის მტრად გამოცხადებას ცდილობს. ეს ყველაფერი არის ამ წიგნში ერთად თავმოყრილი, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სახით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ხალხი 26 ოქტომბერს მიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გაათავისუფლებს საქართველოსაც, მიხეილ სააკაშვილსაც და მას საშუალება ექნება, რომ მომავალში მის გუნდთან ერთად იმდენი კეთილი და კარგი საქმე გაკეთოს, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წიგნი დაწეროს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია