„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციის ჩინეთის ქალაქ სიანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების მონაწილეობით ოთხმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციის ჩინეთის ქალაქ სიანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების მონაწილეობით ოთხმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

„აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის სამუშაო შეხვედრებში პირველად მიიღო მონაწილეობა ჩინეთის რკინიგზის კორპორაციის ხელმძღვანელობამ, რაც კიდევ უფრო გაზრდის მარშრუტის განვითარების შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს ტვირთის მოცულობის ზრდას, ამავდროულად უზრუნველყოფს ტვირთის სტაბილურ ნაკადს და გააძლიერებს დერეფნის სატრანზიტო პოტენციალს.

შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მათ შორის, ჩინეთიდან ევროპაში საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების მოძრაობის მაღალი ხარისხის სერვისის შექმნის, შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოდერნიზაციისა და დოკუმენტების დამუშავების სტანდარტების უნიფიცირების საკითხები.

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში, ტრანსკასპიურ მარშრუტზე არსებული მდგომარეობის განხილვის მიზნით, გაიმართა მრგვალი მაგიდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განვითარებისა და რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის, ჩინეთის რკინიგზის კორპორაციის ხელმძღვანელების, ასევე ასოციაციის მუდმივი და ასოცირებული წევრების მონაწილეობით.

დელეგაციებმა მოინახულეს ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი, სიანის საერთაშორისო მშრალი პორტი და ყაზახეთის რკინიგზის ახალი ტერმინალი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო მატარებლების გაშვების საზეიმო ცერემონიაში. აღნიშნული მატარებლები ქართული პორტების მეშვეობით ევროპის სარკინიგზო ქსელს დაუკავშირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს