უკრაინელებმა რუსების გაშვებული 66 დრონი და 4 რაკეტა ჩამოაგდეს

რუსებმა წუხელ უკრაინაში 78 „კამიკაძე-დრონი“ და 6 რაკეტა გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 66 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 რაკეტა გაანადგურა, - ინფორმაციას უკრიანული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მტერმა სუმის ოლქს ბელგოროდის ტერიტორიიდან გაურკვეველი ტიპის ორი რაკეტით შეუტია, ხოლო ოდესის ოლქს შავი ზღვიდან X-59/69 ტიპის ოთხი მართვადი რაკეტით. ამასთან, რუსებმა რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკი, ორიოლისა და კურსკის ტერიტორიებიდან Shahed-ის ტიპის 78 დრონი გაუშვეს.

„საზენიტო ბრძოლის შედეგად განადგურდა X-59/69 ტიპის ოთხი მართვადი რაკეტა, 66 დრონი. უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ლოკაციურად დაიკარგა მტრის 8 უპილოტო საფრენი აპარატი. ერთი - რუსეთში დაბრუნდა, ერთი კი უკრაინის საჰაერო სივრცეში რჩება, მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

საჰაერო თავდაცვა მუშაობდა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ვინიცას, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, სუმის, პოლტავას, ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს